საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 სექტემბრიდან, სამშობლოში დაბრუნების მსურველი მოქალაქეებისთვის - სავალდებულო კარანტინის ვადა მცირდება 8 დღემდე, ნაცვლად 12 დღისა.

საქართველოში დაბრუნებულ და კარანტინში მყოფ პირს მე-8 დღეს ჩაუტარდება ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ის მე-9 დღეს დატოვებს კარანტინს, ხოლო მე-12 დღეს, სავალდებულოდ უნდა გამოცხადდეს შესაბამის დაწესებულებაში PCR ტესტის განმეორებით ჩასატარებლად.