საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან

13 აგვისტოს გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

შეხვედრის დასაწყისში, . პატარაძემ მიულოცა . ბაირამოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა, უსურვა წარმატებები აზერბაიჯანელი ხალხისა და სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. აგრეთვე, . პატარაძემ . ბაირამოვს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის გულწრფელი მილოცვა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ენერგეტიკის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო სფეროებში. მხარეებმა ხაზგასმით აღინიშნეს ორმხრივი უმაღლესი დონის ვიზიტების მაღალი დინამიკა.

შეხვედრაზე დადებითად იქნა შეფასებული ორი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებათა მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთთანადგომა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.