საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოში აღინიშნა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავი

7 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ფოტო-გამოფენა და ნაჩვენები იქნა ცნობილი ქართველი კინორეჟისორის დიტო ცინცაძის ფილმიშინდისი“.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა 12 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები და მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შესახებ. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა  საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი უმძიმესი ვითარების თაობაზე, მცოცავი ოკუპაციისა და .. ბორდერიზაციის პროცესზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებსა და ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შესახებ. . პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმატებით განხორციელებული არ აღიარების პოლიტიკასა და საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერის თაობაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

საელჩოში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მილი მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დეპუტაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, თავდაცვის ატაშატების, . ბაქოს ქართული სათვისტომოსა და მას-მედიის წარმომადგენლები. საქართველოს ელჩს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა აზერბაიჯანისსაზოგადოებრივმა მაუწყებელმა“.