საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი საქართველოში

10 თებერვალს შედგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მიქაილ ჯაბაროვის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა . ჯაბაროვის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. შეხვედრებზე განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი და სხვ. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ენერგეტიკული დერეფნების განვითარების მიმართულებით.
შეხვედრებზე აღინიშნა საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი სამთავრობოთაშორისო კომისიის მორიგი სხდომის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც გაიმართება პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით.