საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა ნახიჩევანის ა/რ-ის წარმომადგენლობაში

3 თებერვალს საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ გამართა შეხვედრა ქ. ბაქოში ნახიჩევანის ა/რ-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ბახტიარ ასკეროთან. საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხებს, აგრეთვე ორი მეზობელი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.  

ზურაბ პატარაძემ კმაყოფილებით აღნიშნა მისი სამუშაო ვიზიტის შესახებ ნახიჩევანის ა/რ-ში 2019 წლის 24-25 სექტემბერს, რომლის ფარგლებშიც, გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები ნახიჩევანის ა/რ-ის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ ტალიბოვთან, ქ. ნახიჩევანის მერთან, ეკონომიკის მინისტრსა  და ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორთან. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს „სავაჭრო სახლების“ გახსნის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანში, კერძოდ დაძმობილებულ რეგიონებში - აჭარისა და ნახიჩევანის ა/რ-ებში.