საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ახალგაზრდული საღამო ქ. ბაქოში - „ქართული დღეები აზერბაიჯანში“

2020 წლის 24-26 იანვრის პერიოდში, . ბაქოს სტუმრობდა ახალგაზრდების ჯგუფი საქართველოდან. 400-მდე მოზარდის გამგზავრება აზერბაიჯანში უზრუნველყოდამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა  გაერთიანებამ“, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი ახალგაზრდული პლატფორმა  საქართველოში. პროექტის ,,გაიცანი მსოფლიო  და განავითარე შენი რეგიონიფარგლებში, ახალგაზრდებმა მოინახულეს . ბაქო, გაიცნეს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოსა და სტრატეგიული პარტნიორის კულტურა. 26 იანვარს, ახალგაზრდებმა მოაწყვეს ფართომასშტაბიანი საღამო - „ქართული დღეები აზერბაიჯანში“.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე და საელჩოს თანამშრომლები. ზეიმზე შესავალი სიტყვით გამოვიდა ელჩი ზურაბ პატარაძე, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა ორ მეზობელ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს.