საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კონსულტაციები იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ პრობლემებზე

აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოს დელეგაცია, უწყების ხელმძღვანელის ბესარიონ სიმონიშვილის ხელმძღვანელობით.

22 იანვარს გაიმართა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა აზერბაიჯანის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელთან როვშან რზაევთან. შეხვედრას დაესრო  ელჩი ზურაბ პატარაძე. ქართულმა მხარემ წარმოადგინა პრეზენტაცია უწყების საქმიანობის შესახებ ასევე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე. ვიზიტი გასტანს 24 იანვრამდე და დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანის სხვადასხვა უწყებაში. ქართული მხარე ასევე მოინახულებს ქ. ბაქოს შემოგარენში, მთიანი ყარაბაღიდან დევნილი მოსახლეობის კომპაქტურად ჩასახლების ადგილებს.

ვიზიტის მიზანია ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. პროექტი ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის ფარგლებში, გერმანიის თანამშრომლობის ფონდის, საქართველოსა და გერმანიის მთავრობების მხარდაჭერით.