14 იანვარს საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე ეწვია „ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრს", სადაც გამართა სამუშაო შეხვედრა ცენტრის ხელმძღვანელობასა და აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წარმომადგენლებთან.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და გამოიხატა მზადყოფნა მომავალი მჭიდრო ურთიერთობებისთვის. ასევე განხილულ იქნა, უახლოეს პერიოდში, საელჩოს ორგანიზებით და ჰ. ალიევის ცენტრისა და აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის თანამონაწილეობით, ერთობლივი გამოფენის - „აზერბაიჯანელი მხატვრების თვალით დანახული საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობა“ გამართვასთან დაკავშირებული დეტალები.