საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზურაბ პატარაძე დაესწრო ახალი ბრენდის - პროექტების სწრაფი კოორდინაციისა და მართვის სისტემის (SAIS) პრეზენტაციას

30 ოქტომბერს საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ერთად, დაესწრო აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის სახელმწიფო საბჭოს ახალი ბრენდის - პროექტების სწრაფი კოორდინაციისა და მართვის სისტემის (SAIS) პრეზენტაციას. პრეზენტაციაზე სიტყვით გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია ახალი პროექტის თაობაზე.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ პროექტების სწრაფი კოორდინაციისა და მართვის სისტემა შემუშავდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინიციატივით და წარმოადგენს ქვეყანაში წამოწყებული რეფორმების ახალი ტალღის შემადგენელ ნაწილს, რაც მიზნად ისახავს მეტ გამჭვირვალობას საზოგადოების ჩართულობისთვის ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში.

ღონისძიების ფარგლებში, შედგა ხანმოკლე შეხვედრა საქართველოს ელჩსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს აზაი გულიევს შორის, საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს სახელმწიფო პროექტების მართვის სფეროში.