საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან აბულფას გარაევთან

29 ოქტომბერს, ქ. ბაქოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბადრი მაისურაძემ და საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან აბულფას გარაევთან. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში ურთიერთობების დინამიკა და ხაზი გაესვა, რომ არსებობს კარგი პერსპექტივები თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის. მხარეებმა მიმოიხილეს ერთობლივი პროექტების ამოქმედების, ორი ქვეყნის რეგიონებში ერთობლივი პროგრამების შემუშავების შესაძლებლობები და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები.

ბ. მაისურაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს გულთბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ქართველი მოღვაწეები ყოველთვის მზად არიან მიიღონ აქტიური მონაწილეობა აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებში.

საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ კულტურას განსაკუთრებული ადგილი უკავია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროცესში და საელჩოს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი ღინისძიება, რაც ხელს შეუწყობს კულტურული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

ვიზიტის ფარგლებში, ბადრი მაისურაძე და ზურაბ პატარაძე დაესწრნენ აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს.