საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის თავმჯდომარესთან ფარიდ შაფიევთან.

29 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის თავმჯდომარესთან ფარიდ შაფიევთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს, თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში, ორი მეზობელი ქვეყნის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკულსა და სატრანსპორტო პროექტებში, რეგიონის უსაფრთხოების თემატიკასა და  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აზერბაიჯანის საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრისა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ. ასევე განხილულ იქნა ამ ცენტრისა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობის პერსპექტივები.