საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა უნივერსიტეტის „ADA“ -ს სასწავლო კურსში მონაწილე ქართველ დიპლომატებთან

22 ოქტომბერს ელჩმა ზურაბ პატარაძემ საელჩოში მოიწვია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ აზერბაიჯანის უნივერსიტეტის „ADA“ -ს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსში სუამ-ის წევრი ქვეყნების დიპლომატებისთვის.

ზ. პატარაძე ახალგაზრდა ქართველ დიპლომატებს ესაუბრა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის შესახებ პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. ხაზი გაესვა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, აგრეთვე წარმატებით განხორციელებულ ერთობლივ, ფართომასშტაბიან ენერგეტიკულ, სატრანზიტო  და ლოგისტიკურ პროექტებს.

შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და უნივერსიტეტ ADA-ს შორის დამყარებულ საქმიან კონტაქტებს.