საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა ზურაბ პატარაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ბაქოს გამწვანების ღონისძიებაში

19 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დიპლომატიური სამსახურის ჩამოყალიბების საიუბილეო მე-100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ, მეუღლესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აკრედიტაციის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გამწვანების ღონისძიებაში. აქციაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ახალგაზრდული ორგანიზაციებიც.
ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა დარგეს 500-მდე ხის ნერგი . ბაქოს შემოგარენში. აქცია გაშუქდა ადგილობრივი მედიით.