საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის ინტერვიუ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან CBC

12 ოქტომბერს საქართველოს ელჩს ზურაბ პატარაძეს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა აზერბაიჯანში პოპულარულმა ტელე-კომპანიამ CBC.

ინტერვიუს თემატიკა შეეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირველ საგარეო ვიზიტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, აგრეთვე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო სფეროებში. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ერთობლივ ბიზნეს-პროექტებსა და უახლოს მომავალში დაგეგმილი, ორმხრივი სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმატებულ თანამშრომლობას მსოფლიო და რეგიონალური მასშტაბის ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების რეალიზაციის მიზნით, აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთი- სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნების განვითარების პერსპექტივებს.