საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დოქტორ ნატა მენაბდის ვიზიტი ქ. ბაქოში

საქართველოს მთავრობამ წარადგინა დოქტორ ნატა მენაბდის კანდიდატურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე, 2020-2024 წლების ვადით. არჩევნები გაიმართება 2019 წლის 16-19 სექტემბერს, ქ. კოპენჰაგენში, ევროპის კომიტეტის 69-ე სესიის ფარგლებში.

2019 წლის 4 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დოქტორი ნატა მენაბდე ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანს, სადაც საქართველოს ელჩთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, გამართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრთან ოქტაი შირალიევსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მაჰმუდ მამად-გულიევთან.

აღნიშნულ შეხვედრებზე დოქტორმა მენაბდემ ვრცლად ისაუბრა თავისი გამოცდილებისა და ორგანიზაციის მომავლის სტრატეგიული ხედვის შესახებ. მასპინძელმა მხარემ წარმატებები უსურვა საქართველოს კანდიდატს მომავალ არჩევნებზე.