საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სამმხრივი სამეთაურო-საშტაბო წვრთნები ქ. ბაქოში - „Eternity-2019”

2 სექტემბერს ქ. ბაქოში დაიწყო სამეთაურო-საშტაბო წვრთნები „Eternity-2019” - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეთა მონაწილეობით. წვრთნები, რომელიც შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან, გაიმართება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო თამაშების ცენტრში, აგრეთვე საველე პირობებში. წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები შეასრულებენ სხვადასხვა სახის ამოცანებს რეგიონალური ეკონომიკური პროექტების დაცვის მიზნით. საქართველოდან წვრთნებში მონაწილეობენ თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სამმხრივი წვრთნები დასრულდება 6 სექტემბერს.