საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა სუამ-ის გენერალურ მდივანთან ალტაი ეფენდიევთან

17 ივლისს საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა სუამი-ს გენერალურ მდივანთან ალტაი ეფენდიევთან. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა სუამი-ს როლი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. ასევე აღინიშნა, რომ სუამი-ს ქვეყნები წარმოადგენენ რეგიონალური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებისა და მარშრუტების ერთ-ერთი დამაკავშირებელ რგოლს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სატრანსპორტო დერეფნების ცნობადობისა და პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ორგანიზაციამ უნდა გადადგას აქტიური ნაბიჯები, გამართოს  ერთობლივი პრეზენტაციები, რაც თავის მხრივ, გაზრდის ტვირთბრუნვას, აგრეთვე ხელს შეუწობს სუამ-ში შემავალი ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალისა და ცნობადობის ამაღლებას.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ტურისტულ სფეროში არსებულ ურთიერთობებზე, ერთობლივ ტურისტულ პროექტებზე და აღინიშნა, რომ სუამი-ს ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს ახალი ბაზრების ათვისებას და გარკვეული დოზით, დადებითად იმოქმედებს სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიცირებაზეც.