საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზურაბ პატარაძე დაესწრო აზერბაიჯანის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას

11 ივლისს საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ერთად, დაესწრო აზერბაიჯანის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, მდგრადი და ოპერატიული სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს (DOST) პირველი ცენტრის პრეზენტაციას. აღნიშნული ცენტრი ემსახურება საშუალოდ 400 მოქალაქეს დღეში. მინისტრმა საჰილ ბაბაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის მეჰრიბან ალიევას ინიციატივით, ქვეყანაში ძირფესვიანად იცვლება სახელმწიფო მომსახურების სფერო და „ერთი ფანჯრის“ პრინციპიდან, გადადის კიდევ უფრო გამჭვირვალე და ოპერატიული ეტაპზე. ღონისძიების ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნეს მიმდინარე რეფორმები შრომის, დასაქმების, სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში და მოსახლეობის ელექტრონული მომსახურებისთვის ამ სექტორში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები.