საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელთა ვიზიტი

8 ივლისს ქ. ბაქოში გაიმართა სუამ-ის წევრი ქვეყნების დიპლომატიური აკადემიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან არსებული სასწავლო ცენტრების ხელმძღვანელთა მე-2 შეხვედრა, რომელსაც უმასპინძლა აზერბაიჯანის უნივერსიტეტმა „ADA“. ქართული მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თინათინ ბრეგვაძე და ამავე ინსტიტუტის მკვლევარი, საგანგებო დავალებათა ელჩი მიხეილ უკლება. ღონისძიებებს ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე და დესპანი სოფიომ ოტიაშვილი. მხარეებმა განიხილეს სუამ-ის წევრი ქვეყნების დიპლომატიურ აკადემიებსა და სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, აგრეთვე მოისმინეს ინფორმაცია უნივერსიტეტში „ADA“ 10 დღიანი სასწავლო კურსის ორგანიზების თაობაზე სუამ-ის წევრი ქვეყნების დიპლომატებისთვის. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს განზრახულობათა დეკლარაციას. აგრეთვე, თინათინ ბრეგვაძემ, აზერბაიჯანულ და მოლდოვურ მხარეებთან, ხელი მოაწერა თანამშრომლობის ოქმსა და ურთიერთგაგების მემორანდუმს.