საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან ზაკირ გარალოვთან

14 ივნისს საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან ზაკირ გარალოვთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სამართლებრივ და უსაფრთხოების სფეროებში ასევე ხაზგასმით აღინიშნა მხარეთა სამართალდამცავი სტრუქტურების მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფო, წარმატებით ურთიერთქმედებენ საერთაშორისო ასპარეზზე და ყველა დონეზე გამოხატავენ ურთიერთმხარდაჭერას ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებით. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ორი მეგობარი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები არ დაიშურებენ ძალისხმევას ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების დადებითად გადაწყვეტის მიზნით.