საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზურაბ პატარაძე დაესწრო ქ. ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში გამართულ პრეზენტაციას

14 ივნისს, საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე,  ქ. ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალური დირექტორის თალეხ ზიადოვის მიწვევით,  ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ერთად, დაესწრო  პროექტის - „მწვანე პორტების ხელშეწყობა და კავშირი კასპიის ზღვის რეგიონში“ (Promoting Green Ports and Conneqtivity in the Caspian sea Region) პრეზენტაციას.  პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანონმდებლო  ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების ფარგლებში, განხილულ იქნა კასპიისა და შავი ზღვის პორტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, აგრეთვე სატრანსპორტო ჰაბების დაკავშირების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების პროექტების ხელშეწყობასა და  ევროკავშირის საინვესტიციო გეგმებს, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მხარდასაჭერად.