საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტში

13 ივნისს საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ჰავარ მამადოვთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა უნივერსიტეტის სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელი, პრორექტორი მანაფედინ ნამაზოვი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუშაობის გააქტიურება გაცვლითი პროგრამების შემუშავების მიზნით, როგორც სტუდენტების ასევე პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერებისთვის. დაისახა სამომავლო გეგმები ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შემუშავების კუთხით. ზ.პატარაძემ მადლობა გადაუხადა ჰ.მამადოვს გულთბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში დიპლომატიური მისიით მოღვაწეობის პერიოდში, ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის.