საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი ქ. გაბალაში

12 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. გაბალაში გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელების მე-7 მინისტერიალი. სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, ქ. გაბალას ვიზიტით ეწვია საქართველოს თავდაცვის მინიტრი ლევან იზორია, წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად. ქ. გაბალაში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე და საქართველოს თავდაცვის ატაშე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პოლკოვნიკი გიორგი კვირიკაშვილი.

მინისტერიალის ფარგლებში, შედგა შეხვედრები საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, აგრეთვე ხელი მოეწერა 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ასევე შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აქარს და მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ გამართულ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალზე, კოლეგებმა მომოიხილეს სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.