საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ხალაფ ხალაფოვთან

10 ივნისს საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ხალაფ ხალაფოვთან. ზ. პატარაძემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხარეს, 2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში მიღებული რეზოლუციის - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მხარდაჭერის გამო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს, განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.