საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზურაბ პატარაძე დაესწრო აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით გამართულ პრეზენტაციას

4 ივნისს, აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით, გაიმართა პროექტის „ქალაქიდან სოფელში“ პრეზენტაცია. ღონისძიებას, აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრის ინამ ქერიმოვის მიწვევით, ესწრებოდა საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე,  ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ერთად. პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდნენ: აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი მუხტარ ბაბაევი, ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ფუად ნაგიევი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში გამართული დისკუსიისას, ზურაბ პატარაძემ ისაუბრა საქართველოში სწრაფი ტემპით განვითარებადი აგრო და ეკო ტურიზმის შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა,  რომ ურთიერთ გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვნად წაადგება ამ კონკრეტული ტურისტული სეგმენტის პოტენციალის ზრდას რეგიონის მასშტაბით.