საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ბაქოში გაიმართა გალა-კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

საელჩოს ორგანიზებით, . ბაქოში გამართული საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც მოიცავდა ოფიციალურ მიღებას, ქართული ღვინის ფესტივალს, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სფეროს პოპულარიზაციას, ეროვნული სამზარეულოს დეგუსტაციასა და ფართო კულტურულ პროგრამას, 31 მაისს დასრულდა გალა-კონცერტით აზერბაიჯანის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. სცენაზე წარსდგნენ ანსამბლები აჭარის /-დან: . ბათუმის მერიასთან არსებული ენვერ ხაბაძის სახ. სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი და სახელმწიფო ვოკალური ანსამბლიბათუმი“. გალა-კონცერტს ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, ქართული დიასპორის წევრები, ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები.
საკონცერტო საღამოს დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ. მან მადლობა გადაუხადა დარბაზში მყოფ საზოგადოებას მობრძანებისთვის, კიდევ ერთხელ მიულოცა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული და ისაუბრა ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე. ქართველი მოცეკვავეებისა და ვოკალისტების გამოსვლამდე, მაყურებელთა წინაშე წარსდგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი მომღერალი მანანა ჯაფარიძე.

ქართული ანსამბლების საშემსრულებლო ხელოვნებამ უდიდესი სიამოვნება მიანიჭა მაყურებელს და კონცერტმა ჩაიარა სრული ანშლაგით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველი მოცეკვავეები საგანგებოდ მიიწვიეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის (AzTv) დილის გადაცემის პირდაპირ ეთერში. საქართველოს ეროვნული დღესასწაულის - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა გამოიწვია დიდი ინტერესი და იქცა ორი მეზობელი ხალხის მეგობრობის დღესასწაულად.

https://www.facebook.com/960726793990009/posts/2428465743882766/