საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი

8 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ვიცე სპიკერი ზვიად ძიძიგური, შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პარლამენტში (მილი მეჯლისი) საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, პარლამენტის პირველ ვიცე სპიკერთან ზიაფეტ ასკეროვთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან რამიზ ჰასანოვსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელთან ჰიკმეტ გაჯიევთან.
შეხვედრების დროს, მხარეების მიერ აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანომდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა ურთიერთ ვიზიტები მეტად მნიშვნელოვანია არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მნიშვნელოის შესახებ, მხარეებმა ისაუბრეს ისეთ რეგიონულ და მსოფლიო მასშტაბის პროექტებზე, როგორიც არის ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ყარსი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის უწყვეტ რეჟიმზე თბილისსა და ბაქოს შორის ასევე საპარლამენტთაშორისო კავშირების განმტკიცებაზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

გამართული შეხვედრების დროს, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა სხვადასხვა სფეროში.