საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გიორგობის დღესასწაული და „ქურმუხობა“ კახის რაიონში

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „ქურმუხობისტრადიციულ სახალხო დღესასწაულში მონაწილეობის მიღების მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მდებარე ქურმუხის ტაძარს ეწვივნენ: საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, მეუღლესთან ერთად, საელჩოს თანამშრომლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე და . განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ სანაძე
ვიზიტის მიმდინარეობისას, საქართველოს ელჩმა გამართა შეხვედრები კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან მუსა შექელიევთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. აგრეთვე, საელჩომ, ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, რეგიონის მკვიდრ ქართველი ეროვნების მოსახლეობას საჩუქრად გადასცა პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები, ხოლო კახისთავის N1 სრულ საშუალო სკოლასა და ბაღს - საკანცელარიო ნივთები, სპორტული ინვენტარი და სათამაშოები, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს გადაეცა ეტლი

აღსანიშნავია, რომ წლევანდელქურმუხობაზედასასწრებად, კახის რაიონს ეწვივნენ: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ირაკლი შიოლაშვილი, სიმონ ნოზაძე, გურამ მაჭავარიანი და ზაქარია ქუცნაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის თვითმმართველობათა წარმომადგენლები.