საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა ბაღათერ არაბულის პოეტური კრებული

2019 წლის 3 მაისს, ქ. ბაქოში, „აზერბაიჯანის თარგმანის სახელმწიფო ცენტრში“ გაიმართა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ბაღათერ არაბულის აზერბაიჯანულ ენეზე თარგმნილი პოეტური კრებულის „დღის სიზმრები“ პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის თარგმნის სახელმწიფო ცენტრისა და მწერალთა კავშირის ხელმძღვანელები, ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტები და მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ. მან ისაუბრა პოეტ ბაღათერ არაბულის შემოქმედების შესახებ. ზ. პატარაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში არსებული მჭიდრო კონტაქტების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობის თაობაზე ორ მეგობარ ქვეყანას შორის. ზ. პატარაძემ განაცხადა, რომ მხარეთა შეთანხმებით,  მწერალთა კავშირებისა და ლიტერატურული წრეების მიერ, დაგეგმილია ერთობლივი პროექტები, რაც საშუალებას მისცემს ქართველ და აზერბაიჯანელ მკითხველებს უკეთესად გაეცნონ ორი მეზობელი ქვეყნის ლიტერატურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე შემოქმედებას.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიამ „AzTv.