საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლე ახალგაზრდობის მეგობრობის ფესტივალი

2019 წლის 30 აპრილს, ქ. ბაქოს №238-ე სკოლაში გაიმართა საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც აზერბაიჯანელმა ბავშვებმა შეასრულეს ქართული ცეკვები, სიმღერები, წარმოდგენილი იყო ეროვნული სამზარეულო, აგრეთვე მომზადდა საქართველოს სტენდი. ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

2019 წლის 20-28 ივლისს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თაოსნობით, ქ. ბაქოში გაიმართება ევროპის ახალგაზრდობის ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალი (EYOF 2019). ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივით, შემუშავდა ოლიმპიური კულტურისა და განათლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანის საჯარო სკოლების დაახლოვებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საჯარო სკოლებთან, რაც მიზნად ისახავს მოსწავლე ახალგაზრდობის დამეგობრებას, პროექტში ჩართული სახელმწიფოების შესახებ ურთიერთ ცნობადობის ამაღლებას, კულტურისა და ტრადიციების გაზიარებას.

ამ მიზნით, აზერბაიჯანის მხრიდან შერჩეულ იქნა ქ. ბაქოს №238-ე საშუალო სკოლა, რომელიც პროგრამის მოქმედების პერიოდში, საქართველოს წარმოადგენს აზერბაიჯანში, ხოლო ქართული მხრიდან  - ქ. თბილისის №55-ე საჯარო სკოლა.

(https://www.facebook.com/OCEP2019/).