საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან

2019 წლის 17 აპრილს, ქ. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან ფუად მურადოვთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე და საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე. შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები აზერბაიჯანში ქართული და საქართველოში აზერბაიჯანული დიასპორების წინაშე მდგარი აქტუალური საკითხების შესახებ. აღინიშნა, რომ ორი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საუკუნეების განმავლობაში, ძმურად და მეგობრულად ცხოვრობს ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოსა და აზერბაიჯანის აღმშენებლობის საქმეში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ძლიერი დიასპორა არის დიდი რესურსი და ძალა საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის. ფუად მურადოვმა ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ვიზიტისა და დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის საქმიანობის შესახებ. შეხვედრამ ჩაიარა გულთბილ ატმოსფეროში.