საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს სიყვარული ლექსებში

2019 წლის 6 აპრილს, ქ. ბაქოს ისტორიულ ნაწილში,  „ძველ ქალაქში“ გაიმართა პოეზიის საღამო. მინიატურული წიგნების მუზეუმში შეკრებილ პოეზიის მოყვარულთ საკუთარი ლექსები და უცხოელი ავტორების თარგმანები წაუკითხეს აზერბაიჯანელმა პოეტებმა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ახალგაზრდა აზერბაიჯანელმა მომღერალმა ვაფა მამედოვამ, რომელიც დიდი სიყვარულით არის გამსჭვალული საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.

ლიტერატურული საღამოს დიდი ნაწილი მიეძღვნა საქართველოსა და თბილისს. ღონისძიებაზე ითქვა, რომ საქართველოსა და ქართული ხელოვნებისადმი ყურადღება ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა აზერბაიჯანის კულტურულ წრეებსა და ხალხს შორის. განსაკუთრებით გულთბილი გამოსვლა ჰქონდა პოეტ ალინა ტალიბოვას, რომელსაც თბილისის მერიამ მიანიჭა საქართველოს კულტურის მეგობრის საპატიო წოდება.

საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ლიტერატურული საღამოს ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქი ხშირად გაახარებს მსგავსი ღონისძიებებით პოეზიისა და საავტორო სიმღერის მოყვარულთ.