საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართულ-აზერბაიჯანული ფოლკლორული ფესტივალი

6 აპრილს, ქ. ბაქოში (დაბა მარდაკიანი) გაიმართა ქართულ-აზერბაიჯანული ფოლკლორული ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდნენ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან. ღონისძიება ორგანიზებული იყი ქართული ფოლკლორის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის მიერ, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 200-მდე ბავშვმა და მოზარდმა საქართველოდან.

მსგვსი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს აზერბაიჯანში საქართველოს კიდევ უფრო პოპულარიზაციას, ქვეყნის კულტურული პოტენციალის წარმოჩენასა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ურთიერთობების განვითარებას ორი მეგობარი ქვეყნის ახალგაზრდა თაობებს შორის.

 

 https://www.facebook.com/ramin.memmedli.395/videos/2349459712005421/