საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება ქართველ და აზერბაიჯანელ თეატრალებს შორის

5 აპრილს, აზერბაიჯანის თეატრის მსახიობთა კავშირის მოწვევით, . ბაქოში იმყოფებოდა  საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი და ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე. აზერბაიჯანის სახალხო არტისტთან, თეატრის მსახიობთა კავშირის თავმჯდომარესთან აზერ ფაშა ნეიმატოვთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის საკითხები საქართველოსა და აზერბაიჯანის თეატრალურ კოლექტივებს შორის. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის თეატრალურ საზოგადოებებს შორის ჩამოყალიბდა ნაყოფიერი თანამშრომლობა, რის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, ქუთაისისა და მესხეთის თეატრების გასტროლები . ბაქოში. ასევე 2019 წლის განმავლობაში, დაგეგმილია აზერბაიჯანის თეატრალური კოლექტივების მონაწილეობა საქართველოში ორგანიზებულ ფესტივალებში.

შეხვედრის ფარგლებში, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და განჯის დრამატულ თეატრს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ.