საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მესხეთის დრამატული თეატრის გასტროლები

5 აპრილს, ქ.ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, მესხეთის (ახალციხის) დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა ჯანრი კაშიას პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ“.

რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის მიერ დადგმულ ანტი-უტოპიის ჟანრის სპექტაკლში, მაყურებელმა იხილა წარმოდგენა თუ როგორ დგამენ ანტიკური ხანის ბერძენი დრამატურგის ევრიპიდეს „მედეას“.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ლია სულუაშვილი /საქ. დამს. არტისტი/, მანანა ბერიძე, ლიაკო გოგიძე, ნიკოლოზ გოგიძე, მანუჩარ გოგოლაური, კონსტანტინე კახიშვილი, მალხაზ შაყულაშვილი, ლექსო ჩემია.

წარმოდგენამ დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლების მხრიდან. განსაკუთრებით აღინიშნა სამსახიობო ოსტატობა და პროფესიონალიზმი.

საქართველოს საელჩო ჩართული იყო საორგანიზაციო საკითხების მოგვარების პროცესში. საელჩოს მოწვევით, სპექტაკლს დაესწრნენ ბაქოში მცხოვრები თანამემამულეები და დიასპორის წარმომადგენლები.