საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„ტურიზმისა და მოგზაურობის“ (Aitf) მე-18 საერთაშორისო გამოფენა

2019 წლის 4-6 აპრილს ქ. ბაქოში გაიმართა „ტურიზმისა და მოგზაურობის“ (Aitf) მე-18 საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, სასტუმროები: „Hotel Cristal Bakuriani“ და „Divan Suites Batumi“.

ქართულმა მხარემ ფართოდ წარმოაჩინა ქვეყნის ტურისტული პოტენციალი ასევე შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ კომპანიებთან, რომლებმაც გამოთქვეს საქართველოში ტურისტული ბიზნესის განვითარების სურვილი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოსთან (Azerbaijan Tourism Board ATB), სადაც განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივი პერსპექტივები.

საქართველოს ზღვისპირა რეგიონის ცნობადობის ამაღლებისა და ვიზიტორების მოზიდვის, აგრეთვე ინფო და მედია-ტურების გამართვის კუთხით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანულ პიარ და ტურისტულ კომპანიებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პავილიონი, სხვა ქვეყნების სტენდებთან შედარებით (გამოფენაში მონაწილეობდა მსოფლიოს 17 ქვეყნის 189 ტურისტული კომპანია), გამოირჩეოდა მასშტაბურობით ასევე თანამედროვე დიზაინით და გამოიწვია დიდი ინტერესი ვიზიტორების მხრიდან.