საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტში

2019 წლის 1 აპრილს საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის რექტორთან პროფესორ ადალათ მურადოვთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელი პრორექტორი ანარ რზაევი და საელჩოს მრჩეველი გიორგი ბუაჩიძე.

საუბრის დასაწყისში, ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ საქართველო აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის პროცესში, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან ერთად, დიდი წვლილი შეაქვს კულტურულ-ჰუმანიტარულ კავშირებს.

პროფესორმა მურადოვმა განაცხადა, რომ საქართველო მეტად მნიშვნელოვანი პარტნიორია აზერბაიჯანისათვის და ამ კუთხით, ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. რექტორმა მიაწოდა საქართველოს ელჩს ინფორმაცია ეკონომიკური უნივერსიტეტის საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებსა და აზერბაიჯანის ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუშაობის გააქტიურება გაცვლითი პროგრამების შემუშავების მიზნით, როგორც სტუდენტების ასევე პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერებისთვის.

ზ.პატარაძემ მადლობა გადაუხადა ა.რზაევს გულთბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში დიპლომატიური მისიით მოღვაწეობის პერიოდში, ხელს შეუწობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტი წარმოადგენს შესაბამისი პროფილის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ უმაღლეს სასწავლებელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც განათლებას ეუფლება 20 ათასამდე სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.