საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ აფლატუნ ამაშევთან

2019 1 აპრილს, საქართველოს საელჩოში, გაიმართა შეხვედრა ელჩს ზურაბ პატარაძესა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ აფლატუნ ამაშევს შორის. საუბარი შეეხო ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებს. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმატებული ვიზიტის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების წინსვლის პროცესს. ზურაბ პატარაძემ აფლატუნ ამაშევს მიაწოდა ინფორმაცია საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ 9 აპრილის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფართოდ აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით. საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.