საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე დაესწრო აზერბაიჯანის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრას

28 მარტს, საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობდა აზერბაიჯანის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრთან საჰილ ბაბაევთან გამართულ შეხვედრაში.

ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სოციალური რეფორმების საკითხს, ორგანიზებული გახლდათ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

სიტყვით გამოსვლისას, შრომის და სოციალური დაცვის მინისტრმა საჰილ ბაბევმა ისაუბრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინიციატივით წამოწყებული ფართომასშტაბიანი სოციალური რეფორმების პროგრამის შესახებ, რაც მისივე შეფასებით, იძლევა შრომის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის ეროვნული სისტემის გაფართოებსა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს. მინისტრმა  უცხოელ დიპლომატებს ასევე გააცნო ინფორმაცია აზერბაიჯანში მოსახლეობის ღირსეული დასაქმებისთვის შემუშავებული ახალი პრიორიტეტების თაობაზე 2030 წლამდე და ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად.