საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე განაგრძობს ვიზიტს კახის რაიონში

2019 წლის 28 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე დარჩა რეგიონში და განაგრძობს შეხვედრებს კახის რაიონში

1 მარტს საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, . განჯაში საქართველოს გენ. კონსული მამუკა ბალავაძე და საელჩოს მრჩეველი გიორგი ბუაჩიძე ეწვივნენ . ალათემურისა და . ალიბეგლოს კულტურის სახლებს. ჰუმანიტარული დახმარების სახით, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების („მზედაფესვები“) კოლექტივებს საჩუქრად გადასცეს გახმოვანების სისტემები. საქართველოს ელჩმა და თანხმლებმა პირებმა, აგრეთვე მოინახულეს ახალი ქართული სკოლის მშენებლობის პროცესი . ალიბეგლოში, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, შეჯამდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი რეგიონში და კიდევ ერთხელ განიხილეს იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების საყოფაცხოვრებო საკითხები. . ბაქოში დაბრუნებამდე, საქართველოს ელჩი და თანმხლები პირები ეწვივნენ წმინდა ნინოს ეკლესიასა და ქურმუხის ტაძარს.