საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

 

2019 წლის 27 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. რეგიონში პირველი ვიზიტის ფარგლებში, მან გამართა ოფიციალური შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, პირველ ვიცე-პრეზიდენტთან მეჰრიბან ალიევასთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვსა და პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვთან. ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საელჩოში შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და აზერბაიჯანში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს. შეხვედრამ ჩაიარა უაღრესად გულთბილ ატმოსფეროში.

ვიზიტის მეორე დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი ეწვია ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ აზერბაიჯანის რეგიონ, კახის მუნიციპალიტეტში ესტუმრა კახ-ინგილოს ქართულ საშუალო სკოლას, მოინახულა  კახის წმინდა გიორგი ეკლესია და გამართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

სალომე ზურაბიშვილმა, ვიზიტის შედეგების შეფასებისას, იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან გულთბილი დახვედრა, აგრეთვე საქართველო - აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები, დადებითად აისახება კახის ადგილობრივ მოსახლეობაზეც.