საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის (AZPROMO) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან იუსიფ აბდულაევთან

2019 წლის 21 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის (AZPROMO) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან იუსიფ აბდულაევთან.

შეხვედრაზე ითქვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო, მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, აგრეთვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კავშირების გაღრმავებას სავაჭრო, ეკონომიკურ სფეროებში. ზ. პატარაძემ აღნიშნა, რომ ქ. ბაქოში დაგეგმილ საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომის ფარგლებში, მხარეთა შეთანხმებით ასევე გადაწყვეტილია ორი ქვეყნის საქმიანი წრეების ბიზნეს-ფორუმის გამართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი და საშუალო ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები. საქართველოს ელჩმა ი. აბდულაევს შესთავაზა აღნიშნული ბიზნეს-ფორუმის მოსამზადებელ პროცესში აქტიური ჩართვა. ასევე ზ. პატარაძემ ი. აბდულაევს აცნობა, რომ 14 ივნისიდან, ამოქმედდება AZAL-ის პირდაპირი ავია-რეისი „ბაქო-ბათუმი-ბაქოს“ მიმართულებით და აღნიშნული რეისის პოპულარიზაციის მიზნით, გაიმართება ინფო და პრეს-ტური, აგრეთვე საქართველო-აზერბაიჯანის კულტურის დღეები ქ. ბათუმში და შესთავაზა აღნიშნულ ღონისძიებაში აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის მონაწილეობა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ორი ქვეყნის საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობა ბიზნეს-ფორუმებში და მსგავსი სახის ღონისძიებებში, ხელს შეუწყობს ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას, აგრეთვე ფართოდ წარმოაჩენს საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს შესაძლებლობებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელს.