საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ბაქოში გაიმართა „გაზის სამხრეთ დერეფნის“ პროექტის მრჩეველთა საბჭოს მე-5 მინისტერიალი

20 თებერვალს ქ. ბაქოში მუშაობას შეუდგა „გაზის სამხრეთ დერეფნის“ პროექტის მრჩეველთა საბჭოს მე-5 მინისტერიალი. მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით, აზერბაიჯანის დედაქალაქს ესტუმრა საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაცია,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელისა და წევრების ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანელ კოლეგებთან ასევე პროექტში მონაწილე სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან. მინისტერიალს ესწრებიან „გაზის სამხრეთ დერეფნის“ პროექტის მონაწილე ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები და ეკონომიკური პროფილის სტრუქტურათა წარმომადგენლები, მათ შორის ევროკომისიის საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების კომისარი, „გაზის სამხრეთ დერეფნის“ პროექტის მრჩეველთა საბჭოს  მოქმედი თავმჯდომარე გიუნტერ ოტინგერი.

მინისტერიალის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.  

მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე.