საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ბაქოში გაიმართა ბატუტზე ხტომის მსოფლიო თასის 2019 წლის პირველი ეტაპი

2019 წლის 16-17 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოს ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე გაიმართა ბატუტზე ხტომის მსოფლიო თასის წლევანდელი წლის პირველი ეტაპის გათამაშება. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სპორტსმენებმა ლუბა გოლოვინამ და თენგიზ კოშკაძემ. ბაქოს თასის გათამაშება წარმოადგენს ერთ-ერთ შესარჩევ ეტაპს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

საქართველოს საელჩო გამარჯვებებს უსურვებს საქართველოს ბატუტზე ხტომის გუნდს მომდევნო ეტაპებზე და იმედს გამოთქვამს, რომ სპორტსმენები წარმატებით დაძლევენ ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადისკენ მიმავალ რთულ გზას.