საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ნიაზ ალიზადესთან

2019 წლის 29 იანვარს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ პრეზიდენტთან ნიაზ ალიზადესთან.

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ეკონომიკურ სფეროში. ზურაბ პატარაძემ ნ. ალიზადეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ამ სფეროში დანერგილი შეღავათიანი პირობების შესახებ, როგორც უცხოელი ინვესტორების ასევე ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ ქ. ბაქოში დაგეგმილ საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომის ფარგლებში, აგრეთვე გაიმართოს ბიზნეს-ფორუმიც, სადაც მსხვილი საქმიანი წრეების გარდა, აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ორივე ქვეყნის საშუალო და მცირე ბიზნესიც.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ელჩმა ზურაბ პატარაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა  იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ფართომასშტაბიან სამუშაოებს უცხოური ინვესტიციების დაცვის კუთხით. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ  2020 წლიდან, ქ. თბილისში, პარიზის შემდეგ, გაიხსნება მეორე საერთაშორისო არბიტრაჟი, სადაც უცხოურ კომპანიებს ინგლისურ ენაზე შეეძლებათ დავების გარჩევა, ნებისმიერი კანონმდებლობით, რომლითაც ისინი ისურვებენ (მათ შორის British law). ასევე ნ. ალიზადეს ეცნობა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ა.წ. მარტიდან, საქართველოში, ესტონეთის მსგავსად, ამოქმედდება ე.წ. E-residency-ს პროგრამა, რაც საშუალებას მისცემს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველოში ჩაუსვლელად, დაარეგისტრირონ და ონლაინ-რეჟიმში მართონ საკუთარი კომპანიები. ზ. პატარაძემ, აგრეთვე ხაზი გაუსვი იმ გარემოებას, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოში დაარსდება „რეფორმების სააგენტო“, რომელიც ლეგალურად გააადვილებს საზღვარგარეთიდან კონტრიბუციის  მოზიდვა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა  ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებს შორის თანამშრომლობასა და საქმიანი წრეების დაახლოებას.