საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსთან გენერალ-პოლკოვნიკ ელჩინ გულიევთან

2019 წლის 17 იანვარს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსთან გენერალ-პოლკოვნიკ ელჩინ გულიევთან. შეხვედრის დასაწყისში, ე. გულიევმა სამძიმარი გამოთქვა მ. წ. 16 იანვარს ქ. თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისა და სრულიად საქართველოს მიმართ.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ორივე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ძლიერი საზღვარი. ე. გულიევმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ მაღალ დონეზეა ურთიერთობები ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის და მზად არის ნებისმიერ დროს ესტუმროს, ან უმასპინძლოს ქართველ კოლეგებს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მისასალმებელია ინიციატივა ერთიანი ტურისტული პაკეტის შესახებ და ამ კონტექსტში,  აზერბაიჯანულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის კონკრეტულ მონაკვეთზე ე. წ. „მწვანე კორიდორის“ ასამოქმედებლად.

შეხვედრის დასასრულს, . პატარაძემ მადლობა გადაუხადა ე. გულიევს გულთბილი მიღებისთვის და გამოთქვა მჭიდრო თანამშრომლობის იმედი.