საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან

2018 წლის 14 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა ქ. ბაქოში სტუმრად მყოფ, ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის (GEU) სტუდენტებსა და პედაგოგებს.
სტუმრებს მიეწოდა ინფორმაცია საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების, აზერბაიჯანის ისტორიისა და კულტურის შესახებ.
გამოითქვა მზადყოფნა, რომ საელჩო ხელს შეუწყობს კონტაქტების გამყარებას საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლებს შორის.