საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალბატონი

2018 წლის 16 დეკემბერს ქ. თელავში გაიმართა საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი.
ინაუგურაციაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ეწვივნენ სახელმწიფო დელეგაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დელაგაციას ხელმძღვანელობდა მილი მეჯლისის თავმჯდომარე ბატონო ოქტაი ასადოვი. 
აზერბაიჯანის დელეგაციას ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა დარსალია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბატონი ზურაბ პატარაძე. 
შედგა ხანმოკლე საუბარი მხარეებს შორის, რის შემდეგაც, გაემგზავრნენ ქ. თელავში ინაუგურაციაზე დასასწრებად.

https://www.facebook.com/mfageorgia/videos/325158664878858/