საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გიორგობის დღესასწაული ქ. კახში

2018 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. კახის წმინდა გიორგის ეკლესიასა და ქურმუხის  ტაძარში გაიმართა საღვთო ლიტურგია. სადღესასწაულო წირვა აღავლინეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ და ქ. კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა მამა პეტრემ.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქ. კახში იმყოფებოდნენ და საღვთო ლიტურგიას დაესწრნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული მამუკა ბალავაძე.

კ. კახში ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრები ადგილობრივ მართლმადიდებელ მრევლსა და მოსახლეობასთან.