საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ვიზიტი

2018 წლის 16 ნოემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ბაქოში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში  - “Partnership for Wildlife Restoration in the Caucasus”, რომელიც ორგანიზებული იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება და მიაწოდა ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ გარემოს დაცვითი პოლიტიკის სფეროში.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ბატონმა ლევან დავითაშვილმა გამართა ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან მუხტარ ბაბაევთან.

https://www.facebook.com/eco.gov.az/videos/1122543904586331/